მთავარიევროპაუკრაინაგერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები კიევში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ პირველად...

გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები კიევში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ პირველად ჩადიან

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ.

ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრების საკითხს განიხილავენ. ამასთან, ევროკავშირის ლიდერები 29-30 ივნისს დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის ემზადებიან.

პოლიტიკოსები ერთმანეთს პოლონეთში გუშინ, 15 ივნისს ღამით შეხვდნენ, იქიდან კი უკრაინაში მატარებლის სპეციალური რეისით გაემგზავრნენ. შოლცი, მაკრონი და დრაგი პირველად ჩადიან კიევში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.

უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, მიანიჭებს თუ არა ევროკომისია უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს  ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend