16 ივნისს დილით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ, – ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.
“გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი მშვიდობიან დილას გისურვებთ ჩვენი დიპლომატიური მატარებლიდან”- იუწყება გამოცემა.
ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დაანონსდა.