მთავარიმსოფლიოეგვიპტემ, ისრაელმა და ევროკავშირმა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს

ეგვიპტემ, ისრაელმა და ევროკავშირმა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს

ეგვიპტემ, ისრაელმა და ევროკავშირმა გუშინ, 15 ივნისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდასა და ალტერნატიული გზების მოძიებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აღარ სურთ, რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე იყვნენ დამოკიდებული.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ამ მემორანდუმით ევროკავშირი, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, რომ ისრაელიდან ეგვიპტის გავლით ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით იმუშავებენ. მან მადლობა გადაუხადა მხარეებს და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას ევროკავშირისთვის რთულ მომენტში აფორმებენ, რადგან ევროპის კონტინენტზე ომი მძვინვარებს. ახლა ევროკავშირი ენერგეტიკული მარაგების სრული დივერსიფიკაციის პროცესშია. მათ უარი უნდა თქვან რუსულ წიაღისეულ საწვავზე და მოიძიონ ალტერნატიული სანდო მომმარაგებლები.

გასულ წელს ევროკავშირმა  ბუნებრივი აირის  დაახლოებით 40 პროცენტი რუსეთიდან მიიღო. ახლა კი სირთულეები წარმოიქმნა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

შეთანხმების მიხედვით, ისრაელი მილსადენის გამოყენებით უფრო მეტ ბუნებრივ აირს მიაწვდის ეგვიპტის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალს,  შემდეგ კი ტანკერებით ევროკავშირში გაგზავნიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend