უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ნატო თავის შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტონტელბერგმა ნიდერლანდებში შეხვედრა გამართა ჰოლანდიის დანიის, პოლონეთის, ლატვიის, რუმინეთის, პორტუგალიისა და ბელგიის ლიდერებთან. მოლაპარაკებები მადრიდში თვის ბოლოს დაგეგმილი ფართო სამიტის წინ გაიმართა.
„დღეს ჩვენ განვიხილეთ, რომ გვჭირდება უფრო ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნა, ასევე წინასწარ მომზადებული აღჭურვილობა და მარაგი. ჩვენ ასევე განვიხილეთ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს თავდაცვაში და გაძლიერდეს ნატოს დაფინანსება”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
,,კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს უკრაინაში იარაღის, არტილერიის მისაწოდებლად. მათ ეს სჭირდებათ, რომ დაიცვან თავიანთი ქვეყანა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ მიმართ ნდობას დაკარგავენ, თუ უკრაინა დამარცხდება. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა მარცხდება. შევძლებთ, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვეული საქმიანობა? იმედია, არა”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკმა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ემანუელ მაკრონი კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუმინეთში მყოფ 500 ფრანგ ჯარისკაცს მხარი დაუჭირა. ის დღეს, 15 ივნისს მოლდოვას ეწვევა. შემდეგ კი შესაძლოა, კიევშიც გაემგზავროს.