10 დღეში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირისგან ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მოისმინონ. დაახოლებით 23-24 ივნისს გაირვკევა, მიანიჭებს თუ არა ევროკავშირი ევრობლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსს ასოცრებული ტრიოს ქვეყნებს. გავლენიანი მედიასაშუალება „პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკომისია ომში მყოფ უკრაინას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ისინი, ვინც ევროკავშირში უკრაინის კანდიდატურას უჭერენ მხარს ამბობენ, რომ ამ პროცესში ნებისმიერი შეფერხება უკრაინისთვის ღრმა დემორალიზებას გამოიწვევს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შეჭრილი რუსული ძალები, აგრძელებენ სამხრეთ და აღმოსავლეთის ტერიტორიების ოკუპაციას და ცდილობენ, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის დაპყრობას“, – ნათქვამია სტატიაში.
ამავე სტატიაში წერია, რომ ევროკომისია საქართველოზე მეტად უკრაინასა და მოლდოვას უჭერს მხარს, ამის მიზეზი კი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი ასევე გაკეთებული აქვთ საქართველოსა და მოლდოვას. ევროკომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ძირითადად მხარს უჭერენ მოლდოვას, რომლის სათავეშიც ახლა მტკიდეც პრო ევროპული მთავრობაა. თუმცა ისინი ჩამოყალიბებულნი არ არიან საქართველოსთან მიმართებაში. სადაც ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური არეულობა და დემოკრატიის უკუსვლაა“, – წერს სტატიის ავტორი.
სტატიის ავტორი ამბობს, რომ ევროკვშირის წარმომადგენლებმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას, შესაძლოა განიხილონ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითი, სადაც ევროინეგრაციის ტემპი საკმაოდ ნელია.
„უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიებში ევროკავშირის ბევრი ოფიციალური წარმომადგენელი და დიპლომატი განიხილავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითს, მათი ევროინტეგრაციის ნელი ტემპს, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელიც კანდიდატად 2005 წელს გამოცხადდა. მონტენეგროს, რომელმაც ეს სტატუსი 2008 წელს მიიღო. ასევე, სერბეთს და ალბანეთს, რომლებიც კანდიდატებად 2009 წელს იქნენ აღიარებული“, – ნათქვამია სტატიაში.
საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუკი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს სრულად ხელისუფლების პასუხომგებლობა იქნება. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიის ხარისხით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში და კანდიდატის სტატუსსაც უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს.
ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, საქართველო ახლა ევროკომისიის თვალსაზრისს (opinion) ელოდება, სადაც ევროკავშირის წევრობის შესახებ, ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარი უნდა შეფასდეს.
ნანუკა მეშველაშვილი