მთავარიევროპარუსეთიალექსეი ნავალნი ციხის საკნიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს

ალექსეი ნავალნი ციხის საკნიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც პატიმრობა 11 წლით და 6 თვით აქვს მისჯილი, ციხის საკნიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს. ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

ნავალნის შტაბის უფროსი ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, როდესაც ნავალნის ადვოკატი მივიდა სასჯელაღსრულების N2 კოლონიაში, მას უთხრეს, რომ ციხეში „ასეთი მსჯავრდადებული არ არის“. სად არის ახლა ალექსეი და რომელ კოლონიაში მიჰყავთ, ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა ვოლკოვმა.

იგივეს წერს ტვიტერზე ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.

„ვრცელდებოდა ჭორები, რომ ალექსეი ნავალნი ვლადიმირის ოლქის მელეხოვის ნომერ 6 შრომა-გასწორებით კოლონიაში უნდა გადეყვანათ, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვქნოდა და არ ვიცით, ნამდვილას გადაიყვანეს თუ არა იქ”, – წერს ტვიტერზე კირა იარმიში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend