მთავარი საქართველო კელი დეგნანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში

კელი დეგნანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში

საქართველოში არ ვიცი არავინ, ვისაც სურს, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის ნაწილი იყოს , – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში ვიზიტისას განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის, თუ რა გამოიარა საქართველომ რუსეთთან მიმართებით და რას განიცდის ქართველი ხალხი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

“უკრაინისადმი აღმოჩენილი უპრეცედენტო ჰუმანიტარული დახმარება და მხარდაჭერა კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ სად არის ქართველი ხალხის გული ამ ბრძოლაში. რაც რეალურად საჭიროა, ეს არაა ქართველებს შორის არსებული ბრძოლა და დაპირისპირება, არამედ ქართველებს შორის ერთობა. ეს არის საკითხი, რის გარშემოც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის. ვიმედოვნებ, ისინი გვერდით გადადებენ მათ შორის არსებულ უთანხმოებებს ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ერთიანობაა საჭირო და არა ბრძოლა. დიდი სიამოვნებით ვიხილავ ქართველებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დევიზს „ძალა ერთობაშია“. ეს ისაა, რაც ახლა საჭიროა”, – დასძინა დეგნანმა.

გარდა ამისა, ელჩმა აღნიშნა, რომ 30 წელია, რაც შეერთებული შტატები ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის მუშაობს.

„თითქმის ყველაფერი, ყველა ჩვენი პროგრამა და პროექტი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ვაკეთებთ აქ, საქართველოში, მიმართულია იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს იყოს ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და ამას აშშ მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში, რადგან გვსურს ვიხილოთ საქართველოს წინსვლა მის ევროპულ მისწრაფებებში”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend