მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. 2015 წელს, 13 ივნისს, გვიან ღამით დაწყებული ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის შედეგად მოვარდნილმა მეწყერმა, მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 ადამიანი. დაინგრა საცხოვრებელი სახლები, უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ოჯახი.
მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე საუბრობს ვერეს ხეობაში არსებულ მდგომარეობაზე