მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“ მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“ მონაწილეობს

მასთან ერთად საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიწვევით მონაწილეობს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“.

მასთან ერთად საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.

ღონისძიებაზე აქცენტები კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე კეთდება.

კონფერენციაზე მოდერატორი ევრონიუსის ჟურნალისტი მეაბ მაკჰამონია. სიტყვით პირველი კი უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა გამოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend