მთავარიამერიკააშშკალიფორნიაში აშშ-ის სამიტს 23 ქვეყნის ლიდერი ესწრება

კალიფორნიაში აშშ-ის სამიტს 23 ქვეყნის ლიდერი ესწრება

კალიფორნიაში აშშ-ის სამიტზე ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს ჰუმანიტარულ კრიზისზე, სურსათის უსაფრთხოებაზე, კლიმატის ცვლილებებსა და სხვა  გლობალურ პრობლემებზე.

სამიტზე მიწვეული არ არიან კუბის, ნიკარაგუისა და ვენესუელის ლიდერები, რამაც მექსიკის ლიდერის პროტესტი გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და  ენერგორესურსებზე ფასები გაიზარდა, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკის გადაფასება დაიწყო.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო ვენესუელა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგი აქვს, ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ დაზარალდა.

ახალი პროექტები ბაიდენმა უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს.

ამ პროექტებიდან ერთ-ერთი სასურსათო უსაფრთხოებასა და კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება.

„დღეს მთელ მსოფლიოში ესხმიან თავს დემოკრატიას. მოდით, კვლავ გავერთიანდეთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ დემოკრატია არა მხოლოდ ამერიკის ისტორიის განმსაზღვრელია, არამედ ამერიკის მომავლის აუცილებელი კომპონენტიცაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

კალიფორნიაში გამართულ სამიტზე მსოფლიო ლიდერები მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც განიხილავენ. შეერთებული შტატების სამიტს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, 23 ქვეყნის ლიდერი დაესწრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend