მთავარიევროპაუკრაინადონბასის რეგიონში საავადმყოფოები დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცებითაა სავსე

დონბასის რეგიონში საავადმყოფოები დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცებითაა სავსე

უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში, კვლავ მიმდინარეობს ბრძოლა. რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ჰოსპიტალი უკვე გადატვირთულია. სამხედრო ექიმი სერჰი სლიესარენკო ამბობს, რომ დაჭრილი მეომრების სამკურნალოდ საწოლების დამატება მოუწიათ.
ცენტრი ჩვეულებრივ 40 პაციენტზეა გათვლილი, თუმცა  ახლა აქ ორჯერ უფრო მეტი საწოლია განთავსებული. ყველა სართულზე პაციენტები ჰყავთ.

სამხედრო ჰოსპიტალი, რომლის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია, შეძლებისდაგვარად დაცული და გამაგრებულია.
კართან და ფანჯრებთან ქვიშის ტომრები აწყვია. პაციენტებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს გადაურჩნენ, მკრთალად განათებულ ოთახებში მკურნალობენ.

ბოჰდანი ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცია, რომელიც ჰოსპიტალში მკურნალობს.

ბოჰდანი ამბობს, რომ რეგიონში საშინელება ხდება,  ბიჭები იხოცებიან.  მისი თქმით, ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა, არტილერია გამუდმებით მუშაობს და სწორედ ამიტომ არის ასეთი ხშირი შემთხვევა ნამსხვრევებით დაზიანებისა, რომელიც ძალიან სახიფათოა. მისთვის რთულია ასეთ ვითრებაში ყოფნა, რადგან მიაჩნია, რომ ეს უთანასწორო ბრძოლაა.

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში დონბასის რეგიონის 97 პროცენტს აკონტროლებს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ კრემლი მიაღწევს თავის მიზანს.

რუსეთს სურს,  მთლიანად დაიკავოს დონბაისის რეგიონი, რომელიც ქვეყნის ქვანახშირის მაღაროებისა და ქარხნების ინდუსტრიული ცენტრია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend