მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში 31 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში 31 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა – ვოლოდიმირ ზელენსკი

აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუჰანსკის რაიონში მდებარე ქალაქ სევეროდონეცკის უდიდეს ნაწილს ოკუპანტები აკონტროლებენ.

ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს, სევეროდონეცკის ინდუსტრიული ნაწილი უკრაინელი სამხედროების ხელშია და რუსული არმიის მიერ განუწყვეტლივ იბომბება.

ოკუპანტები ინარჩუნებენ ხარკივის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში თავდაცვით ხაზსს და ფრონტის ამ მონაკვეთზე საარტილერიო და უმეტეს შემთხვევაში სარაკეტო იარაღს იყენებენ.

სამხრეთის ფრონტის ხაზზე კი უკრაინული არმიის კონტრშეტევითი სამხედრო ოპერაციის ფონზე, მოსკოვს ხერსონის მიმართულებაზე რეზერვები გადაჰყავს.

ოკუპირებულ რეგიონებში კი უკრაინელი პარტიზანების ამოქმედების შემდეგ, რუს ჯარისკაცებს საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო პირებისათვის ცეცხლის გახსნის ბრძანება მისცეს.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ 24 თებერვალს დაწყებული ინტერვენციის შემდეგ მოსკოვმა 31 ათას ჯარისკაცზე მეტი დაკარგა.

”24 თებერვლიდან დღემდე რუსი ერი ამ უაზრო ომის ფასს იხდის. მტერი დღეში დაახლოებით 300-მდე ჯარისკაცს კარგავს. მოვა დრო, როდესაც დანაკარგების სტატისტიკა რუსული სტანდარტებითაც კი მიუღებელი იქნება”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ოკუპირებულ დონეცკში კი უკრაინის მხარეს მებრძოლ სამ მოხალისეს ასამართლებენ. ორი მათგანი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა, ერთი კი მაროკოსი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

უკრაინელი სამხედრო ექიმები კი დონბასის რეგიონიდან მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებიან. რუსული არმიის მიერ განუწყვეტელი დაბომბვის მიუხედავად, ბევრი ადგილობრივი მშობლიური მხარის დატოვებაზე უარს ამბობს.

მოსკოვში ამტკიცებენ, რომ რუსული არმია ლუჰანსკის რეგიონის 97 პროცენტს აკონტროლებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend