მთავარისაქართველოსახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას სახალხო დამცველისთვის შეწყალების საკითხზე პასუხის გაცემა არ ევალება და საზღვარგარეთ ყოფნის დროს ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით განცხადებებს არ გააკეთებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განაჩენის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრის კუთხით სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია.

“სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას სახალხო დამცველისთვის შეწყალების საკითხზე პასუხის გაცემა არ ევალება და საზღვარგარეთ ყოფნის დროს ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით განცხადებებს არ გააკეთებს. საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend