მთავარიევროპაგერმანიაანგელა მერკელის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

ანგელა მერკელის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

“თანამდებობაზე ყოფნის დროს, უკრაინაში საომარი სიტუაციის თავიდან აცილებას ვცდილობდი”, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ჟურნალისტთან ალექსანდრე ოსანგთან თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პირველ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

“დიდად სამწუხაროა, რომ ეს არ გამოვიდა, მაგრამ მე საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ, რომ არ შევეცადე. შეუძლებელი იყო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელსაც შეეძლო ომის თავიდან აცილება.”

მერკელის განცხადებით, თუ დიპლომატია წარუმატებელია, არ ნიშნავს, რომ არასწორია.
მინსკის შეთანხმებების გარეშე, უკრაინაში მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული იქნებოდა.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა აქვე დასძინა, რომ არ აქვს გამართლება რუსეთის მიერ უკრაინაში „საერთაშორისო სამართლის სასტიკ უგულებელყოფას”.

“სიმართლე გითხრათ,,მე უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი ვიყავი, ვინაიდან რუსეთთან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება მსურდა. ამასთანავე,  უკრაინა არ იყო მზად ნატოს წევრობისთვის”, – აღნიშნა მერკელმა.

მისი თქმით, 2008 წელს ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ქვეყანა არ იყო სტაბილური, კორუფცია მძვინვარებდა, ქვეყანას მართავდნენ ოლიგარქები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend