საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველების ანგარიშზე 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.
შეჯიბრების ბოლო დღეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გელა ზაალიშვილმა მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა.
საქართველოს სახელით შეჯიბრებაზე 39-მა ძიუდოისტმა იასპარეზა. 7 კატეგორიიდან 5-ში მთავარი პრიზი ქართველებმა აიღეს.
თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლები თემურ ნოზაძემ, ბექა ღვინიაშვილმა, ონისე სანებლიძემ და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.