მთავარიევროპაუკრაინა„რუსეთის დროით“

„რუსეთის დროით“

ქალაქი მარიუპოლი რუსეთის დროით ცხოვრებას სწავლობს

მარიუპოლი რუსეთის დროით ცხოვრებას სწავლობს… ქალაქს სეპარატისტები აკონტროლებენ. ახლა მათი მთავარი მიზანი მოსახლეობის რუსიფიკაციაა. მოსწავლეებმა სკოლებში მისვლა შეძლეს, თუმცა რუსული პროპაგანდა სწორედ სკოლიდან იწყება. მოზარდები მშობლიურ, უკრაინულ ენაზე ვეღარ ისწავლიან.სასწავლო პროგრამა რუსულენოვანი გახდა.

მთავარ მოედანზე ხალხი პურის მისაღებად იკრიბება. მარიუპოლში კვლავ ჰუმანიტარული კრიზისია. ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ ეკრანებზე კი რუსული მედიის მიერ მომზადებულ მასალებს ავრცელებენ. ომის შესახებ რუსეთის ვერსიას ჰყვებიან.

ქალაქში უდანაშაულო ადამიანების საფლავებია. რუსეთის მიერ ინტენსიური დაბომბვების შემდეგ დაღუპულები საერთო სასაფლაოებზე დამარხეს. უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან სულ მცირე 30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული.

მარიუპოლის მერი ამბობს, რომ რუსული საოკუპაციო აწამებენ და კლავენ ყველას, ვინც მათგან არ თანამშრომლობის. სეპარატისტები პირობას დებენ, რომ ზღვისპირა ქალაქს მალე აღადგენენ და მარიუპოლი სანქტ-პეტერბურგის დაძმობილებულ ქალაქი იქნება. იძულებით დაძმობილებულ ქალაქში ჩადენილი ომის დანაშაულები ჯერ გამოძიებული არ არის…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend