მთავარიგადაცემებიშთაგონებაჯიდის ხელოვნება და კულტურა

ჯიდის ხელოვნება და კულტურა

„ევრონიუსის“ გადაცემა საუდის არაბეთში საპორტო ქალაქ ჯიდას ესტუმრა. დღეს ამ ქალაქის ლოზუნგია „ჯიდა გეარ“, რაც ქართულად ნიშნავს –  „ჯიდა განსხვავებულია“.  და ამ ქალაქს მართლაც აქვს საკუთარი ხელწერა. ხელოვნება და კულტურა ამ ქალაქის დნმ-ში ზის. სწორედ ამ ქალაქშია „საუდის არაბეთის ხელოვნების საბჭოს ხელოვნების გამოფენა “ჯიდა 21-39“ და „ჰეი ჯემელის“ კულტურის ცენტრი, რომელიც მხოლოდ ხელოვნებას ეძღვნება.

ჯიდაში ყველგან ხელოვნება მეფობს – დაწყებული ჯიდა კორნიშის (Jeddah Corniche) გზატკეცილით, სადაც უამრავი ქანადკება შეგხვდებათ გზად და დამთავრებული  თანამედროვე ხელოვნების სივრცით SAC-ი.  „ჯიდა 21-39“-ის სახელით ცნობილ ხელოვნების მეცხრე გამოფენას ამაკინი ეწოდება. აქ მოწვეული არიან ხელოვანები, რათა გაარკვიონ საკუთარი დამოკიდებულება მაკანის ანუ ადგილის მიმართ.

ლუჯაინ ფაქერა, ხელოვანი:

„ჯიდა 21-39 საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი გამოფენაა. აქ უამრავი ხელოვანი იყრის თავს, როგორც ადგილობრივი, ისე მთელი  მსოფლიოდან. ამ გამოფენის თემა ყოველ ჯერზე უფრო საინტერესოა, ვიდრე წინა წელს იყო.“

ქალაქის მეორე ბოლოში ახლახან გახსნილი „ჰეი ჯემილის“ (Hey Jameel) ხელოვნების ცენტრი მულტიდისციპლინარული კულტურის ჰაბი და საუდის არაბეთის ხელოვნების მექაა.

რაჰულ გუდიპუდი, Hayy Jameel-ის  გამოფენის კურატორი:

„ჰეი ჯემილი  თანდათან იქცა იმ ადგილად, რომელიც მყუდრო და ძალიან მნიშვნელოვან გარემოს სთავაზობს ხელოვანებს, რათა ერთმანეთის ნამუშევარს ეზიარონ, ერთმანეთისგან ისწავლონ და თვალსაწიერი გაიფართოონ. ეს ეხება როგორც საუდის არაბეთს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.“

შემოქმედებითი დისციპლინების ასეთი შეჯვარების გამო ჯიდამ ხელოვნების რუკაზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

ალ-ბალადი  ჯიდის ისტორული უბანია. ეს უბანი უკვე  UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და სწორედ აქ ჩატარდა „წითელი ზღვის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი“.  ადგილობრივი რეჟისორის ლინა მალაიკას სარეჟისორო დებიუტიც სწორედ ამ ფესტივალზე შედგა.

ლინა მალაიკა, რეჟისორი:

„მე ფილმის სიყვარულით გავიზარდე. ჩემი აზრით, სწორედ ფილმია  საკუთარი სათქმელის გადმოცემის საუკეთესო გზა. ამიტომ რეჟისორობა ნიუ-იორკში შევისწავლე. გასულ წელს ჩემს მეგობარ დევიდ დარკთან ერთად გადავიღე ფილმი, სახელწოდებით „შეპყრობილი“ (Maskoon).  ეს ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც მთლიანად ალ-ბალადში გადავიღეთ. თუ ალ-ბალადში გაივლით, ნახავთ, რომ ეს ფილმის გადასაღები მოედნისთვის შესანიშნავი ადგილია, ხოლო ჩვენი ფილმისთვის ეს უბანი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო.“

„ ფილმის სიუჟეტი ალ-ბალადის ირგვლივ ტრიალებს. ამავდროულად, წარმოჩენილია ჩვენი ხელოვნებისა და კულტურის მშვენიერება, ის მდიდარი მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს. ფილმის პრემიერა წითელი ზღვის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე შედგა, სადაც ის ამ ჟანრის პირველი ფილმი იყო. როდესაც რეჟისორობა გადავწყვიტე, ეს ძალიან უჩვეულო იყო. მაინც გავაკეთე, რაც მსურდა. და ნახეთ, სად ვართ დღეს. ყველა გვაფასებს და გვიჭერს მხარს. ძალიან ამაყი ვარ, რადგან ვარ რეჟისორი საუდის არაბეთიდან. ამაყი ვარ იმიტომაც, რომ ეს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს.  აუცილებლად დინამიკური, ინფორმატიული და დახვეწილი ნამუშევარი უნდა შევქმნა, რომელიც წარმომადგენს მეც და ჩემს ქვეყანასაც.“

ჯიდა სავსეა სხვადასხვა საკვების სურნელით, წყლის პირზე მდებარე თევზის ბაზრისა თუ მთელ ქალაქში გაბნეული სურსათის სატვირთოების წყალობით. საუდის არაბეთის მოსახლეობა ცნობილია სტუმარმასპინძლობით და „ევრონიუსმა“ გადწყვიტა, ქალაქის განთქმული ადგილები მოენახულებინა, სადაც საუკეთესო კერძის გასინჯვა შეიძლება.

საპორტო ქალაქის ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ თევზი კვების ობიექტებში, როგორც წესი, მენიუს თავშია. რესტორანი „ბა-ეშენი“ (Baeshen) გურმანებში ლეგენდად ითვლება.

აბდულა თაბიტი, @Jeddah.Story:

“ეს ყველაზე ცნობილი რესტორანია ჯიდაში. საკვები სურნელია, ხელოვნებაა. ბევრი შეფმზარეული გვყავს, რომლებიც საკუთარ შემოქმედებას წარმოაჩენენ და კერძის მომზადებისა და მირთმევის საკუთარ წესს გვთავაზობენ. ჩვენ ვმასპინძლობთ ხალხს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.“

საიდანც არ უნდა იყო, აუცილებლად უნდა გასინჯო ახლადგამომცხვარი არაბული პური. „ფურნ ალ შეიხი“ (Forn  Al-Shaikh) საუდის არაბეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველი საცხობია, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის.

ჯიდაში მრავალი ადგილია, სადაც შესანიშნავად ისადილებთ. შეფმზარეული კეიტ იაპი მრავლი ჯილდოს მფლობელ შანგის სასახლის სამზარეულოს ხელმძღვანელობს. იგი დახვეწილ, თანამედროვე ჩინურ სამზარეულოს ქმნის, რომელიც მრავალფეროვანი და ფერადი მენიუთი გამოირჩევა.

კეიტ იაპი, რესტორან Shang Palace-ის  შეფმზარეული:

„თუ შენი კერძი ფერადია, უკვე 30 პროცენტით მოგებული გაქვს მომხმარებლის გული.  დანარჩენი 70 პროცენტი ეფუძნება ტექსტურას, საკვებსა და სურნელს. ჩემი კერძი ძალიან ფერადია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კლიენტი მიიზიდოს, არამედ იმიტომ, რომ თვალიც გაახაროს.“

ჯიდის 2022 წლის სეზონზე კულტურული ფესტივალების გარდა, კიდევ მრავალი ღონისძიება იგეგმება, მათ შორის სპორტული და გასართობი, რომლებიც საუდის არაბეთში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება.

ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend