მთავარიევროპაუკრაინადონბასში დაუნდობელი ბრძოლა გრძელდება

დონბასში დაუნდობელი ბრძოლა გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე ჩავიდა. სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა სევეროდონეცკის მიმართულებაზე მეომარი სამხედროები მოინახულა და ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

“მსურს მადლობა თქვენს მშობლებს ვუთხრა, თქვენს მეუღლეებს და თქვენს შვილებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და გამარჯვებას რომელსაც ასე ვიმსახურებთ. გამარჯვება უზენაესია, თავს გაუფრთხილდით, ვინაიდან თქვენს გარეშე არაფერს აქვს აზრი. მთელი სულით და გულით გისურვებთ გამარჯვებას, დიდება თქვენ, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“, – მიმართა მებრძოლებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რუსული არმია ფრონტის მთელ ხაზზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სარაკეტო შეიარაღებითა და არტილერიით ბომბავს.

რუსული არმია აგრძელებს დონბასში, ლუჰანსკის რეგიონში მდებარე სევეროდონეცკზე შტურმს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასის მიმართულებაზე მტრის 7 შეტევა მოვიგერიეთ, გავანადგურეთ რუსული არმიის 4 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 8 ჯავშანმანქანა და ერთი სამხედრო შევეულმფრენი“, – განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანმა ოლექსანდრ შტუპუნიმ.

რუსი სამხედროები კი ამტკიცებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინული არმიის 41 ობიექტი დაბომბეს, მათ შორის 7 სამეთაურო ცენტრი და 34 საარტილერიო საცეცხლე პუნქტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend