მთავარისპორტისაქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი გიბრალტარის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა.”დინამო არენაზე” გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გურამ კაშიამ, გიორგი მიქაუტაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს. ჯგუფში საქართველოსა და გიბრალტარის მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი არიან, რომელთა შეხვედრაც ფრედ 1:1 დასრულდა.

“გიბრალტარი ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერია, თუმცა ჩვენ საკუთარ თამაშზე ვიყავით კონცენტრირებულები. მიმაჩნია, რომ პირველი ტაიმის საწყისი 25 წუთი და მატჩის დასკვნითი 20 წუთი კარგი იყო, თუმცა თამაშის შუა ნაწილით უკმაყოფილო ვარ. მეტის გაკეთება შეგვეძლო.

ერთა ლიგა გამარჯვებით დავიწყეთ, 4:0 მოვიგეთ საკუთარ მოედანზე, რაც თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანია. ახლა განსხვავებული თამაშები გველის, უფრო ძლიერ მეტოქესთან და ვფიქრობ, რომ მოთამაშეები ამისთვის მზად არიან. მომდევნო 48 საათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნდა აღვიდგინოთ ენერგია და მოვემზადოთ მომდევნო თამაშებისთვის.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს. მრავლად მოვიდნენ და პირველიდან ბოლო წუთამდე გვამხნევებდნენ, როგორც ეს ერთი წლის წინ, ესპანეთთან მატჩის დროს იყო. იმედი მაქვს, 12 ივნისსაც იგივე გარემო და ანალოგიური შედეგი იქნება,” – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.

მომდევნო მატს საქართველოს ნაკრები 5 ივნისს ბულგარეთში გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend