მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდია ანგარიშით 3:1 დაამარცხა

უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდია ანგარიშით 3:1 დაამარცხა

კიევში ფეხბურთის გულშემატკივრები ეროვნულ ნაკრებსა და  შოტლანდიას შორის გასამართი მატჩის სანახავად შეიკრიბნენ.  ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს და დროდადრო საჰაერო განგაშის ხმაც ისმის.

კიევის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელმა სტუმრებს დილის 5 საათამდე, კომენდანტის საათის დასრულებამდე, ბარში დარჩენა შესთავაზა.

კომენდანტის საათი მეორე ტაიმამდე, 11 საათზე დაიწყო. ეს ომის დაწყებიდან ეროვნული ნაკრებისთვის პირველი მატჩი იყო.

გულშემატკივარ ოლექსი საფინის აზრით, ეს კარგი ბრძოლაა და განსხვავდება იმ ბრძოლისგან, რომელიც ახლა  მათ რუსებთან აქვთ. აქ მათ საკუთარი თავის  წარმოჩენა შეუძლიათ.

ბარის კედლები მორთულია გულშემატკივრების ფოტოებით, რომლებიც მშვიდობიან დროსაა გადაღებული, სანამ 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

გულშემატკივრებს სჯერათ, რომ უკრაინელები ყველას დაანახებენ უკრაინის ძალას არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ სპორტშიც.

მიმდინარე ომის ფონზე უკრაინელებისთვის ეს მატჩი, რომელშიც შოტლანდიელები ანგარიშით 3:1 სძლიეს, უბრალო სპორტული ღონისძიება არ ყოფილა. როდესაც უკრაინამ პირველი გოლი გაიტანა, სიხარულის ყიჟინა გაისმა, თუმცა არავის დავიწყებია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend