მთავარიევროპაბელარუსიბელარუსი მოხალისეები უკრაინაში

ბელარუსი მოხალისეები უკრაინაში

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის ჯარების თავდასხმიდან მალევე, სხვადასხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს იარაღის ხელში აღებისა და დახმარებისკენ მოუწოდა, შედეგად მეზობელი ბელარუსის ბევრი მოქალაქე ოკუპანტების წინააღმდეგ ომში ჩაება.

”როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, მხოლოდ მაშინ დაიწყება ჩვენი ომი. ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება ჩვენი მიწებიდან პუტინის ფაშისტი ჯარისკაცების გაძევების გარეშე შეუძლებელია”, – აცხადებს ბელარუსი მოხალისე ვაძიმ პროკოპიევი.

მოსკოვმა ბელარუსის ტერიტორია უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმისთვის გამოიყენა, ალექსანდრ ლუკაშენკამ კი ვლადიმერ პუტინის ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში საჯაროდ დაუჭირა მხარი.

კრემლმა კი თავის მხრივ, მინსკსა და სხვა დიდ ქალაქებში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მილიარდობით დოლარი დახარჯა ლუკაშენკას მმართველობის შენარჩუნებისთვის.

ბელარუსის პრეზიდენტი ამ ეტაპზე უკრაინაში მიმდინარე ომში ღიად ჩართვისგან თავს იკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend