მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი 15 ათასამდე სამხედრო დანაშაულია აღრიცხული

უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი 15 ათასამდე სამხედრო დანაშაულია აღრიცხული

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კიევსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დედაქალაქებში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. მიზანი  სახელმწიფოებს შორის მტკიცებულებათა გაცვლის პროცესის გაუმჯობესებაა.

“ამ მომენტისათვის უკრაინაში ჩადენილი 15 ათასამდე სამხედრო დანაშაული გვაქვს აღრიცხული, მათ რიცხვს ხვალ 200 ან 300 ახალი საქმე დაემატება. 80 – მდე ეჭვმიტანილი გვყავს, მათი სასამართლო პროცესები მალე გაიმართება“, – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.

უკრაინის ხელისუფლებამ უკვე გაასამართლა 3 რუსი სამხედრო.

ორ მათგანს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა, მათ ბრალად ხარკივში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა ედებოდათ, მესამე რუს სამხედროს კი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend