მიმდინარე კვირას ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
ევროკავშირი აპირებს, რომ იმპორტირებული რუსული ნავთობის 90 პროცენტზე წლის ბოლომდე თქვას უარი. რუსეთისთვის დაწესებული ემბარგოს გავლენებსა და შედეგებზე საუბრობს კრის ვიფერი, ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში.
კრის ვიფერმა, ანალიტიკოსმა ეკონომიკის საკითხებში, განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ენერგორესურსებისთვის მარტივი ბაზარი იპოვა და ჯერ ვერ იგრძნობს ფინანსურ დარტყმას. ექსპერტის თქმით, ინდოეთი და ჩინეთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნებია, რადგან ისინი რუსულ ნავთობსა და ენერგორესურსებს ყველაზე დაბალ ფასად ყიდულობენ.
კრის ვიფერი ამბობს, რომ ჯერჯერობით რუსეთისთვის ეს არ არის ფინანსურად ძალიან დამაზარალებელი, რადგან გლობალური ფასები აწეულია და, წინა წელთან შედარებით, გაცილებით მაღალი ფასი აქვს.
ასე რომ, თუკი რუსეთი ნავთობს შემცირებული ფასით სთავაზობს, ეს იმას ნიშნავს, რომ, იგი ნავთობს შარშანდელ ფასად ყიდის. თუმცა მისი თქმით, როდესაც ევროკავშირი ნავთობის მოწოდებაზე უარს იტყვის, რუსეთს უფრო მეტად გაუჭირდება იმ ქვეყნების მოძიება, რომელთაც ნავთობს მიყიდის. მას, სავარაუდოდ, უფრო დიდი ფასდაკლების შეთავაზება მოუწევს.
მიმდინარე კვირას ევროკავშირმა, როგორც იქნა, მიაღწია შეთანხმებას, რომ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილი აეკრძალა. ომამდე ევროპა ბუნებრივი აირის 40 პროცენტს, ხოლო ნავთობის 25 პროცენტს რუსეთიდან იღებდა.