გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის 2022 წლის 1 ივნისიდან აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.
ინფორმაციას გერმანიის საელჩო საქათველოში ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.
1 ივნისიდან ასევე გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან ომიკრონი უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.
ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც ვირუსმა მუტაცია განიცადა.
ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით (ვაქცინების ჩამონათვალი: https://bit.ly/38Z4cxx).
საქართველო არ შედის ამ ქვეყნების ჩამონათვალში.