მთავარიევროპაბელგიაბელგიაში მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები გაიფიცნენ

ბელგიაში მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები გაიფიცნენ

ბელგიაში რთული ვითარებაა, რადგან საჯარო და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები გაიფიცნენ. განსაკუთრებით დაზარალდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორი.

ქალაქ ნამიურში ათეულობით თანამშრომელმა ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით დემონსტრაცია გამართა. დემონსტრანტები მაღალ ხელფასებსა და ქვეყანაში უფრო მეტ ინვესტიციას მოითხოვენ.

მუნიციპალური სერვისების პროფკავშირების პრეზიდენტი მიშელ მეიერი ამბობს, რომ მოსახლეობამ უნდა გაიაზროს მუნიციპალური სამსახურის მნიშვნელობა, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც მცირდება საჯარო სამსახურების დაფინანსება, სერვისიც აღარ არის იმდენი. ყველას უნდა  ნაკლები გადასახადის გადახდა, მაგრამ ამით ყველაზე მეტად ისევ ის ადამიანები ზარალდებიან, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ მუნიციპალური სერვისები. მიშელ მეიერის თქმით, მათ ამ გაფიცვით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურთ.

ხელფასები, პენსიები, მსყიდველობითუნარიანობა და ახალი ვაკანსიები – ეს იმ პრობლემების ნაწილია, რომელთა მოგვარება ორწლიანი პანდემიისა და მზარდი ინფლაციის პირობებში მუნიციპალური სამსახურის სექტორის პროფკავშირებში სურთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend