მთავარისაქართველო„უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე"

„უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე”

რა გავლენა აქვს უკრაინის ომს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რა გამოწვევებისა და პერსპექტივების წინაშე დგას ქვეყანა ევროკავშირის გაწევრიანების შემთხვევაში – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს, 30 მაისს გამართულ კონფერენციაზე, რომელიც სამი ორგანიზაციის –  „სამოქალაქო იდეის“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისა“  და „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა.

დღევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაცია იყო. დისკუსიის მიზანი იყო, ფორმალური პროცედურების მიღმა ემსჯელათ ევროკავშირში ინტეგრაციის არსზე და იმ განსხვავებების შესახებ, რომლებიც არსებობს ფურცელზე აღწერილ საქართველოსა და რეალურს შორის.

კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში სრულიად ახალი დღის წესრიგი დაამყარა. თავის მხრივ, რუსული აგრესიის მსხვერპლი საქართველო ახლა ყურადღების ცენტრშია.

კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მიმართეს.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სწორი პოლიტიკური ნაბიჯების შემთხვევაში საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს ევროპაში, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend