მთავარიევროპაუკრაინასევეროდონეცკის მიმართულებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

სევეროდონეცკის მიმართულებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

დონბასის რეგიონში რუსეთი მძიმე საარტილერიო ცეცხლს ხსნის და  წინ მიიწევს. უკრაინის პრეზიდენტი კი თავდასხმების მოსაგერიებლად კვლავ ითხოვს იარაღით დახმარებას. თუმცა რუსი სამხედროების შეკავება სევეროდონეცკსა და ლიმანში ურთულესი ამოცანაა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხარკივში ფრონტის ხაზზე ჩავიდა. მან განაცხადა, რომ ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან  სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში იგი, ქალაქის დაცვის ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. ზელენსკის თქმით, მიზეზებს სამართალდამცველები გამოიძიებენ.

კიევის რეგიონში კი ახლა საჭიროა 2 მილიონი ადამიანის იმ სახლების აღდგენა, რომლებშიც ისინი ომამდე ცხოვრობდნენ. მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაბომბვას გაექცა. აღდგენისთვის განკუთვნილი თანხის მესამედი, 32 მილიონი ევრო, კიევის გადაწყვეტილებით, სწორედ ამ რეგიონს მოხმარდება.

ორგანიზაციას „ ექიმები საზღვრების გარეშე“ ქვეყნის აღმოსავლეთიდან ევაკუირებული ადამიანები მატარებლებით უსაფრთხო რეგიონებში გადაჰყავთ.

მატარებელში მოწყობილია ინტენსიური თერაპიის რამდენიმე სპეციალიზებული  განყოფილება. 31 მარტიდან მათ 600-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend