მთავარიევროპაუკრაინაკიევში ქალაქის დაარსებიდან 1540-ე წლისთავი აღნიშნეს

კიევში ქალაქის დაარსებიდან 1540-ე წლისთავი აღნიშნეს

კვირას, 29 მაისს უკრაინის დედაქალაქ კიევში ქალაქის დაარსებიდან 1540 -ე წლისთავი იზეიმეს. კიევის დღის აღნიშნავს წელს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან სულ რამდენიმე თვის წინ ქალაქი, ფაქტობრივად, რუსეთის არმიის მიერ იყო ალყაში მოქცეული.

კიევის მცხოვრები ვიქტორ ვასილიევი ამბობს, რომ წელს ამ დღესასწაულს უკრაინის შეიარაღებული ძალების წყალობით აღნიშნავენ. იგი მათ უსურვებს გამძლეობასა და იმ ახალი იარაღის მიწოდებას, რომლითაც უკეთ დაიცავენ სამშობლოს და საბოლოოდ გაიმარჯვებენ.

უკრაინაში მზიანი დღეებია. ადგილობრივები ღონისძიებებზე დასასწრებად სკვერებში გამოვიდნენ. ისინი შეიკრიბნენ მდინარის პირას მდებარე პარკშიც, სადაც უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი და სხვა მონუმენტებია განთავსებული. დამსწრე საზოგადოებისთვის მუსიკალურ ნაწარმოებებს სხვადასხვა ჯგუფი ასრულებდა.

დირიჟორ მიკოლა ლისენკოს აზრით, მუსიკოსებიც ერთგვარ იარაღად უნდა ჩავთვალოთ, რადგან მათ აქვთ გული, ხმა, მუსიკალური ინსტრუმენტები და შემართება. ეს კი მტერს აჩვენებს, რომ უკრაინელების ძალა არ შესუსტებულა, მეორე მხრივ კი,  ეს შემართება მათი ქვეყნის დამცველებს და ყველას, ვინც უკრაინის მხარესაა, დამატებით ენერგიას აძლევს. მიკოლას შეფასებით, ეს ადამიანები, მათ  შორის მუსიკოსები, უკრაინის ნამდვილი დამცველები არიან.

ამ ღონისძიებით გამოჩნდა, რომ უკრაინელთა ძალა არ განელებულა. წარმოდგენის მონაწილეებმა მუსიკის საშუალებით თანადგომა გამოხატეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend