მთავარი საქართველო კარლ ჰარცელი: დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!

კარლ ჰარცელი: დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!

ევროკომისიის დასკვნა საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ გაიმართება დისკუსიები წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ.

„თავს შევიკავებ იმაზე სპეკულირებისგან, როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება, ან წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იმაზე ნაკლები, რისი იმედიც არსებობს, თუ მოსალოდნელზე უფრო მეტი, კონკრეტული პირობებით, თუ პირობების გარეშე, მთავარი დასკვნა იქნება ის, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ საკითხზე. უნდა გააძლიეროს მუშაობა, რომ მიიღოს ის შედეგები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობის სანდოობისთვის.

სავარაუდოდ, ევროკომისიის დასკვნა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე მომავალ კვირაში იქნება. თავს შევიკავებ იმაზე სპეკულირებისგან, როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება და წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იმაზე ნაკლები თუ მეტი, რა მოლოდინებიც არსებობს, პირობებით, თუ პირობების გარეშე, საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ საკითხზე და მიიღოს ის შედეგები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის,“ – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაგეხმაროთ, ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში წარმატების მიღწევაში იმის მიუხედავად, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და ჩვენ გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!“ – აღნიშნა ელჩმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend