მთავარიკუბირუსეთის ინფორმაციული ომი - 160 გადამოწმებული ყალბი ამბავი

რუსეთის ინფორმაციული ომი – 160 გადამოწმებული ყალბი ამბავი

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევა დაიწყო, ქართულ, რუსულ, უკრაინულ და ბელარუსულ სოციალურ და ტრადიციულ მედიაში ომთან დაკავშირებული არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა.

მედიის განვითარების ფონდის კვლევა დეზინფორმაციაზე მოიცავს 24 თებერვლიდან 24 აპრილის ჩათვლით პერიოდს.

ამ პერიოდში და უშუალოდ ომის წინ, მედიის განვითარების ფონდის პლატფორმა „მითების დეტექტორმა“ ქართულ, რუსულ, უკრაინულ და ბელორუსულ ფეისბუკგვერდებსა და ინსტაგრამზე გავრცელებული 160 ყალბი და მანიპულაციური შინაარსი გადაამოწმა.

გავრცელებული დეზინფორმაციებიდან/მანიპულაციიდან ყველაზე დიდი წილი (49,4%) უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაც დასავლეთის წინააღმდეგ (28,1%) დეზინფორმაციული გზავნილები მოსდევს. შემდეგ ადგილზეა რუსეთის ქმედებების გამართლება (16,3%), ხოლო კატეგორიაში სხვადასხვა 10 შემთხვევა (6,3%) მოხვდა.

„ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სანდრო გიგაურმა ისაუბრა დეზინფორმაციის წყაროებზე და ტაქტიკაზე, რომელსაც კრემლი პროპაგანდისთვის იყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend