მთავარიევროპაბელარუსიბელარუსის ოპოზიციის ლიდერებს შარლემანის საერთაშორისო პრიზი გადაეცათ

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებს შარლემანის საერთაშორისო პრიზი გადაეცათ

ბელარუსის ოპოზიციის სამ ლიდერ ქალს შარლემანის პრიზი გადასცეს ევროპულ პროექტში ერთგულად მონაწილეობისთვის. ტატიანა ხომიჩი, ვერონიკა ცეფკალა და სვეტლანა ციხანოვსკაია აქტიურად იბრძოდნენ დემოკრატიისთვის და მსოფლიო საზოგადოებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია ამბობს, რომ ბელარუსი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ევროპის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მათ ერთნაირი ღირებულებები, ისტორია აქვთ და ამიტომ არიან ევროპასთან ახლოს. ახლა კი, როდესაც ომი დაიწყო, ხალხმა რუსეთს ევროკავშირი არჩია, რადგან, ციხანოვსკაიას აზრით, ევროკავშირი ნიშნავს უსაფრთხოებას, რუსეთი კი – კატასტროფას.

მინსკის პრორუსულმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობის შემთხვევაში დამნაშავის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ალექსანდრ ლუკაშენკას მიზანი მოსახლეობის დაშინებაა.

სვეტლანა ციხანოვსკაია აღნიშნავს, რომ კანონის მიღებას არ შეუცვლია ხალხის განწყობა. მისი აზრით, მოქალაქეები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, თუმცა დარწმუნებულია, რომ დასავლეთს ამ კანონთან დაკავშირებით მკაცრი რეაქცია ექნება. ციხანოვსკაია ევროპას სთავაზობს იმ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებას,  რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონის დამტკიცებას.

ციხანოვსკაიასა და ბელარუსის ოპოზიციის სხვა ლიდერებს 2020 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაწესებული სახაროვის პრემიაც გადაეცათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend