მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინმა ომის დაწყების შემდეგ პირველად მოინახულა დაჭრილი რუსი ჯარისკაცები

ვლადიმერ პუტინმა ომის დაწყების შემდეგ პირველად მოინახულა დაჭრილი რუსი ჯარისკაცები

რუსეთის პრეზიდენტმა ომის დაწყების შემდეგ პირველად მოინახულა უკრაინაში დაჭრილი რუსი ჯარისკაცები. ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრთან ერთად ჯარისკაცებს გაესაუბრა და მათი მდგომარეობა გამოიკითხა. რუსეთმა ბოლოს 25 მარტს განაცხადა, რომ  დაიღუპა 1351 და დაიჭრა 3825 რუსი სამხედრო. ამ დღის შემდეგ მას არ გაუსაჯაროებია ოფიციალური ინფორმაცია დანაკარგის შესახებ. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 11-ჯერ უფრო მეტია.

თუმცა ომით გამოწვეულმა შედეგებმა შესაძლოა კიდევ უფრო დააჩქაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაწყებული რუსიფიკაცია. ამ რეგიონებში უკვე დააწესეს რუსული რუბლი, მოსახლეობას კი  რუსეთის პასპორტებს ურიგებენ. უკრაინის მთავრობა გმობს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას.

კიევი რუსეთს ადანაშაულებს, რომ იგი შიმშილს ომის იარაღად იყენებს. დმიტრო კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოს აშანტაჟებს. იგი უკრაინიდან მარცვლეულის გატანის სანაცვლოდ  დაწესებული სანქციების მოხსნას მოითხოვს.

უკრაინიდან ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტის შეჩერების გამო პროდუქტზე ფასები გაიზარდა, რამაც ღარიბ ქვეყნებში სასურსათო კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. გაეროს ინფორმაციით, მხოლოდ ავღანეთში ხუთ წლამდე ასაკის ერთ მილიონზე მეტ ბავშვს  წელს საფრთხე ემუქრება, რადგან ისინი სრულფასოვნად ვერ გამოიკვებებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend