მთავარი გადაცემები კუბი თბილისის მერია: სკვერების შესაწამლად გამოყენებული ნივთიერებები გამოცდილი და უსაფრთხოა

თბილისის მერია: სკვერების შესაწამლად გამოყენებული ნივთიერებები გამოცდილი და უსაფრთხოა

სოციალური ქსელის ქართულ ფეისბუკგვერდებზე 22 მაისს გამოქვეყნდა ვიდეო წარწერით – „სავარაუდოდ მაიმუნის ყვავილის ხელოვნურად გავრცელება. თბილისი“. გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქეები ეკიპირებულ პირებს, რომლებიც თბილისში ერთ-ერთ სკვერს წამლავენ, ეკითხებიან – თუ ნივთიერება რომელსაც იყენებენ საშიში არ არის, რატომ არიან ისინი ეკიპირებულები.

გავრცელებულ ვიდეოზე განმარტება გააკეთა თბილისის მერიამ. მერიის განმარტებით, თბილისში სეზონური გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს.

შესაწამლად გამოყენებული ნივთიერებები საერთაშორისო დონეზე არის გამოცდილი და პრეპარატები ასევე,  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების ნუსხაშია წარმოდგენილი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მცენარეების შეწამვლის პროცესის შეფერხება ან შეწყვეტა თბილისის მცენარეული საფარის დიდი ნაწილის განადგურებას გამოიწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend