მთავარისაქართველო"საქართველო არ აპირებს, ძალით დაიბრუნოს ტერიტორიები" - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების...

“საქართველო არ აპირებს, ძალით დაიბრუნოს ტერიტორიები” – სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მიმართავს. ამ საკითხზე ყურადღება პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა.

“ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს, საქართველომ შეიძლება “დრო იხელთოს” და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება – ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მან რუსეთის პროვოკაცია უწოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ლიდერის მიერ რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას.

“გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend