მთავარი ევროპა შვეიცარია დმიტრო კულება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აკრიტიკებს

დმიტრო კულება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აკრიტიკებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს მკაცრად აკრიტიკებს. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ომის პირისპირ მყოფი უკრაინისთვის, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს.

ევროკავშირი კი შეაქო რევოლუციური გადაწყვეტილებების გამო. უკრაინას უკვე განსხვავებული წარმოდგენა აქვს ამ ორგანიზაციაზე.

დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინელები კარგად ხედავენ, როგორ ეხმარებიან მათ ქვეყანას მოკავშირეები, მათ შორის არიან ნატოს წევრი ქვეყნებიც. როდესაც ომი დაიწყო, უკრაინელ ხალხს ეგონა, რომ ნატო  ძლიერი ორგანიზაცია იყო, ევროკავშირს კი მხოლოდ  შეშფოთების გამოხატვა შეეძლო. თუმცა კულება მიიჩნევს,  რომ ომი ერთგვარი გამოცდაა, რომელიც ჩამოხსნის ნიღაბს ყველას და გამოაჩენს ნამდვილ  სახეს. ევროკავშირმა რევოლუციური და ინოვაციური გადაწყვეტილებები მიიღო, ნატო კი განზე დგას და არაფერს აკეთებს.

ნატო, შვედეთისა და ფინეთის გაწევრების გამო შიდა პრობლემების წინაშე დგას. ანკარაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთი კვლავ აფერხებს გაწევრების პროცედურას, სანამ არ გადაიჭრება მისი უსაფრთხოების საკითხები.

თურქეთის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შვედეთი ტერორისტული დაჯგუფების შემფარებელია.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი კი ამტკიცებს, რომ ისინი არ აფინანსებენ და არც იარაღს აწვდიან ტერორისტულ ორგანიზაციებს.

ანდერსონს იმედი აქვს, რომ ანკარაში გამართული შეხვედრები შედეგს გამოიღებს და ნატო შვედეთისა და ფინეთის წევრობით კიდევ უფრო გაძლიერდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend