მთავარიევროპაუკრაინაბრძოლა ლუჰანსკის რეგიონისთვის გრძელდება

ბრძოლა ლუჰანსკის რეგიონისთვის გრძელდება

სევეროდონეცკში არსებული მძიმე მდგომარეობა ბევრს მარიუპოლის ალყას ახსენებს.

როგორც საპორტო ქალაქში, აქაც ვითარება ძალიან რთულია და შესაძლოა ისიც მალე რუსულ ალყაში მოექცეს. სევეროდენოცკს დიდი სტრატეგიული დანიშნულება აქვს, როგორც რუსული ისე, უკრაინული მხარისთვის.

ოკუპანტები სევეროდონეცკს საარტილერიო და სამხედრო საჰაერო ძალებით ბომბავენ. ქალაქს ჯერჯერობით უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, მაგრამ ვითარება მძიმეა.

”მტერი სევეროდონეცკის მიმართულებით უტევს, მტრის სახმელეთო ძალებს საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერა აქვთ. ბრძოლა გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 8 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა და 15 ჯავშანმანქანა დაკარგა”, – თქვა უკრაინის გენშტაბის პრესმდივანმა ოლექსანდრ შტუპუნიმ.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქთან განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ,  ხარკივის გარშემო მდებარე დასახლებებს ოკუპანტები კვლავ ბომბავენ. ქალაქის მერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ იქ დაბრუნება სახიფათოა.

რუსი სამხედროების ხარკივის მიდამოებიდან განდევნის შემდეგ ბევრი ადგილობრივი მშობლიურ მხარეს უბრუნდება.

ბოლო 24 საათში ოკუპანტების მსხვერპლი სულ მცირე 6 მშვიდობიანი მოქალაქე გახდა.

ოკუპირებულ მარიუპოლში კი რუსი სამხედროები მათ მიერვე დანგრეულის აღდგენას იწყებენ.

ოკუპანტების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთა ცნობით, უკვე გაწმენდილია 55 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend