მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა, თუმცა გადადგომას არ აპირებს

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა, თუმცა გადადგომას არ აპირებს

ბრიტანეთის პარლამენტში ხმაური მოჰყვა იმ დამოუკიდებელი გამოძიების ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც პანდემიის დროს სამთავრობო ოფისებში გამართულ წვეულებებს უკავშირებდა.

ანგარიშში მკაცრად არის გაკრიტიკებული მთავრობის მეთაურის ქმედებები. დოკუმენტში მითითებულია, რომ ქვეყნის ლიდერებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ეთანხმება ამ მოთხოვნას,  თუმცა გადადგომას არ აპირებს.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში, რომ 2020 წლის 19 ივნისს შესვენების დროს  მცირე ხნით წვეულებას დაესწრო. ამის გამო იგი უკვე დაჯარიმდა. ბორის ჯონსონი პასუხისმგებლობას იღებს ყველაფერზე,  რაც მისი პრემიერმინისტრობის დროს მოხდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯონსონმა და მისი გუნდის წევრებმა არაერთხელ დაარღვიეს ის რეგულაციები, რომლებიც თავად დაუწესეს ქვეყანას. გავრცელდა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ჩანს, რომ ოფიციალური პირები სხვადასხვა არაფორმალურ შეხვედრას მართავდნენ, მათ ალკოჰოლური სასმელებიც ჰქონდათ. ეს კი იმ დროს  ხდებოდა, როდესაც მათ თანამემამულეებს ერთად შეკრებაც ეკრძალებოდათ და  ავადმყოფი ან მომკავდავი ნათესავების მონახულებაც.

ბორის ჯონსონი, მისი მეუღლე კერი და ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი იმ 126 ადამიანს შორის არიან, რომლებიც პოლიციამ გამოძიების შემდეგ დააჯარიმა. ჯონსონის თქმით, მას არ ეგონა, რომ ამით კანონს არღვევდა.  მან მოქალაქეებს მიმართა და სთხოვა, გადაშალონ ეს ფურცელი და სკანდალი წარსულს ჩააბარონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend