100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში უდიები დასახლდნენ.
ისტორიული სამშობლოდან, კავკასიის ალბანეთიდან, 1922 წელს ასობით უდი მაშინდელ თელავის მაზრაში ჩამოვიდა. ახლა ისინი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ცხოვრობენ.
უდიები საქართველოში ზინობი სილიკაშვილის წინამძღვრობით ჩამოვიდნენ. სწორედ მის სახელს უკავშირდება სოფლის სახელი – ზინობიანი, სადაც ახლა უდიები ცხოვრობენ.
როგორც ცნობილია, მსოფლიოში 10 ათასამდე უდი ცხოვრობს, საქართველოში კი დაახლოებით 400.
უდიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ორგანიზაცია „საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებელი ალექსანდრე ქავთარაძე საუბრობს