მთავარიევროპაუკრაინარუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილიდან კომპიუტერები და მყარი დისკები წაიღეს

რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილიდან კომპიუტერები და მყარი დისკები წაიღეს

ჩერნობილი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო რუსების მიერ ოკუპირებული. ჩერნობილის რეაქტორის სარკოფაგი რუსულ ბომბებს გადაურჩა, თუმცა რუსმა ჯარისკაცებმა ზიანი მაინც მიაყენეს  მის ზოგიერთ ობიექტს. ერთ-ერთია ლაბორატორია, სადაც თანამშრომლები ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციას ზომავდნენ და მიმდებარე არეალის ქიმიურ ანალიზს ატარებდნენ.

ჩერნობილის მონიტორინგის ცენტრის დირექტორი მიკოლა ბესპალი აბბობს, რომ ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ  რომელი დანადგარი მუშაობს და რომელი არა, რადგან კომპიუტერები, პროგრამები და მყარი დისკები იქ აღარ არის.

ელექტროსადგურის 300 თანამშრომლიდან მხოლოდ 30 დაუბრუნდა სამუშაო ადგილს. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მდგომარეობიდან.

ინჟინერი მიკოლა კუჩარენკო აღნიშნავს, რომ გაბოროტებული რუსები   დადიოდნენ სახლებში, ბომბავდნენ დაწესებულებებს და თან მიჰქონდათ ძვირფასი ნივთები.

ამ ობიექტებიდან ახლოს იწყება ე.წ. წითელი ტყე. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რადიოაქტიური ტერიტორია. როგორც ამბობენ, აქ 10 წუთზე მეტხანს არ უნდა გაჩერდეს ადამიანი.  რუსმა ჯარისკაცებმა კი იქ სანგრები გათხარეს, სადაც ერთ თვეზე მეტხანს ისხდნენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ამბობენ, რომ სანგრებში რადიაციის ლეტალური დოზა არ ყოფილა. საპირისპიროს აცხადებენ კიევში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend