რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად, ტელეგრამზე ქართულენოვანი არხები პრორუსულ, ანტიდასავლურ და უკრაინის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ. აქტიური არხების ნაწილი „ალტ-ინფოსთანაა“ დაკავშირებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ ტელეგრამზე 9 არხი აქტიურობს მათი გამომწერების საერთო რაოდენობაა 39 835, რომელთაგანაც დაახლოებით 81% „ალტ-ინფოს“ ორ არხზე – „Alt-Info • ალტ-ინფო“ „Alt-Info News-ზე“ მოდის.