უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრიდან 3 თვის შემდეგ კიევში მუშაობა განაახლა უკრაინის ეროვნულმა ოპერამ, თანამშრომლების 70 პროცენტი უკვე დაბრუნდა დედაქალაქში. 21 მაისს მათ კიევის ოპერის თეატრში მაყურებელს საოპერო პროგრამა შესთავაზეს.
ცნობილ კომედიაზე შაბათისთვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.
ოპერის თეატრში მისულ სტუმრებს იმედი აქვთ, რომ მალე მშვიდობა დამყარდება და ყველა შეძლებს ასეთ წარმოდგენებზე შიშის გარეშე დასწრებას.
ოპერის თეატრის დარბაზი 1000 მაყურებელზეა გათვლილი. თუმცა წარმოდგენაზე 300-ზე მეტი პირი არ დაუშვეს, რათა საჰაერო განგაშის შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო მათი მიწისქვეშა თავშესაფარში გადაყვანა.