„ფორმიგას დო კაზენგა“ (Formigas do Cazenga) – ასე ქვია კალათბურთის გუნდსა და მის აღმზრდელ სპორტულ სკოლას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში მოქმედებს. ამ გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი სარა ქაეტანო ტონი პარკერის აკადემიაში სწავლობს, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში მდებარეობს. NBA-ის ვეტერანი ვარსკვლავი ტონი პარკერი ამბობს, რომ იგი სარს მსგავსი კალათბურთელებს კიდევ ეძებს ანგოლაშიშ და სხვაგანაც.
ახალი ოცნებები
სპორტული სკოლა „ფორმიგას დო კაზენგა“ უკვე 20 წელია ლუანდის მოსახლეობას განსხვავებულად ოცნებას ასწავლის. ეს ოცნება მოკრძალებულ გარემოში იწყება, თავდაუზოგავი შრომითა და მიზანსწრაფულობით. აქ ჭიანჭველებივით მუყაითად და ბეჯითად შრომობენ. ამიტომ უწოდებენ ამ სკოლას „კაზენგას უბნის ჭიანჭველებს“, სწორედ ასე ითარგმნება „ფორმიგას დო კაზენგა“. სკოლა მწვრთნელმა ედუარდო ფონსეკა ლუის რაულმა 20 წლის წინ დაარსა.
ედუარდო ფონსეკა ლუის რაული, Formigas do Cazenga-ს გენერალური მდივანი:
“მისაბაძია ჭიანჭველების ორგანიზების უნარი – მათი შრომა, ნებისყოფა, თავმდაბლობა, როგორ მუხლჩაუხრელად შრომობენ, ყოველთვის მიზანსწრაფული არიან.“
თავისი არსებობის ოცი წლის განმავლობაში „ფორმიგასის“ სკოლამ, რომელიც ლუანდის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტში კაზენგაშია დაფუძნებული, რამდენიმე ათასი ანგოლელი ბავშვი აღზარდა. აქ კალათბურთზე ბევრად მეტს ასწავლიან.
თანადგომა და სიბეჯითე
Formigas-ის ერთ-ერთი ვარსკვლავია სარა ქაეტანო.
სარა ქაეტანო, Formigas-ის გუნდის წევრი:
“ როდესაც სკოლაში მოვედი თავიდანვე მაჩვენეს, რომ მხოლოდ მწვრთნელები ან კოლეგები კი არ არიან, არამედ ჩვენი მშობლებიც, რომ აქ დები მყავს, რომლებსაც შემიძლია დავეყრდნო.’
აქ დახმარებისა და სიბეჯითის იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეს: სწორედ ესაა „ფორმიგასის“ მთავარი ფასულობები მოედნაზეც და მოედნის მიღმაც.
“მე უამრავი რამ ვისწავლე არა მხოლოდ როგორც სპორტსმენმა, არამედ როგორც პიროვნებამ. ვისწავლე, რომ სპორტშიც და ცხოვრებაშიც კეთილი უნდა იყო, პატივი უნდა სცე ხალხს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც და ყველაფრის მიუხედავად კარგი მოწაფე უნდა იყო,“ – ამბობს სარა.
NBA-ის ვარსკვლავი ტონი პარკერის მხარდაჭერა
ამ კალათბირთელებს დამხმარეც ჰყავთ – ვეტერანი ფრანკო-ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავი ტონი პარკერი. სწორედ მისი დახმარებით მოიპოვა „სან-ანტონიოს სპურსის“ გუნდმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა ოთხჯერ. ტონის საფრანგეთში შევხვდით, მის მიერ ლიონში დაფუძნებულ საკალათბურთო აკადემიაში. სარა სწორედ აქ სწავლობს.
ტონი პარკერი
“ყოველთვის მინდოდა აკადემიის შექმნა“, – ამბობს ტონი. „ყოველთვის ვიცოდი, რომ სწორედ ამას მოვკიდებდი ხელს კარიერის დასრულების შემდეგ. ჩვენ 2019 წელს გავიხსენით, ასე რომ უკვე სამი წელია ვარსებობთ. ეს შესანიშნავი საშუალებაა ჩემთვის, რათა გავცე. ყოველთვის ვიცოდი, რომ სწორედ ეს მსურდა.“
პარკერი ბელგიაში დაიბადა, მამა ამერიკელი კალთბურთელი ჰყავდა, დედა ნიდერლანდებიდან იყო. იგი საფარნგეთის მოქალაქე და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი გახდა. კარიერის დასრულების შემდეგ ტონი რამდენიმე საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობს, მათ შორისაა მისი აკადემიაც.
“პირადად ჩემთვის, ვერაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც ბავშვის სახეზე ღიმილს ვხედავ, როდესაც მათ ოცნების ახდენის საშუალებას ვაძლევ“, – განმარტავს ტონი. „ სწორედ ეს არის აკადემიის ლოზუნგი. აკადემიაში როდესაც მოდიხარ, სამსახურს პოულობ. მინდა ყველაფერი გავაკეთო, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ აკადემიაში მოსული ბავშვები ოცნებებს აიხდენენ.’
“კალათბურთის თამაში ძალიან დავხვეწე, რაც აქ მოვედი, როგორც გუნდური თამაშის, ისე ტაქტიკის კუთხით,“ – ამბობს სარა. „ჩემი ოცნებაა მენჯერი გავხდე, აკადემიაში ამას ვსწავლობ. აქ მართლა ძალიან კარგია, საოცარი ხალხია, უკვე ძალიან დამეხმარნენ და ახლაც ხელს მიწყობენ, რომ ოცნება ავიხდინო.“
მომავლის გეგმები
ტონი ყველგან ეძებს სარას მსგავს კალათბურეთელებს, როგორც ანგოლაში, ისე სხვაგან.
“ვგეგმავ ანგოლაში ჩავიდე,“ – ამბოსბ ტონი. „სარათი იმიტომ დავიწყეთ, რომ მას კარგი პოტენციალი აქვს და შეუძლია რაღაც გააკეთოს ანგოლის იმ გუნდისთვის, რომელსაც იქ ვეხმარებით. ნადვილად მინდა ჩავიდე, მოვინახულო ისინი და სარას მსგავსი ბავშვები ვიპოვო.“
Formigas-ის კლუბში დაბრუნებული სარა თავის თანაგუნდელებს ოცნების სურვილს უღვიძებს.
“მომავალ თაობას მინდა ვუთხრა, რომ ბეჯითად იშრომონ და სწამდეთ საკუთარი ოცნების, სწამდეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია,“ – ამბობს სარა.
ანგოლელი ახალგაზრდების ოცნებები სპორტის ვარსკვალვების დახმარებით ახალი მიმართულებით ისწრაფვიან.
ავტორები: კრის კრუზი და დინამენე კრუზი