საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური
26-29 მაისს ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება წელს ტრადიციულ ფორმატსა და მასშტაბებს უბრუნდება.