მთავარი ევროპა უკრაინა კიევში განადგურებული რუსული სამხედრო შეიარაღების გამოფენა გაიხსნა

კიევში განადგურებული რუსული სამხედრო შეიარაღების გამოფენა გაიხსნა

“არ დაელოდოთ მოსკოვის მიერ სპეციალური შეიარაღების, ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის გამოყენებას. არ მისცეთ აგრესორ სახელმწიფოს საფუძველი იფიქროს, რომ წინააღმდეგობა ნაკლებად შეხვდება. თავისუფლებას დაცვა ესაჭიროება, საჭიროა მსოფლიოში მშვიდობის დამყარება, სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს მოსკოვისათვის სანქციების დაწესება”, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრეებს.

უკრაინაში კი ომი გრძელდება. რუსი სამხედროები ცდილობენ, სამხრეთის ფრონტის ხაზზე შეტევითი სამხედრო ოპერაციის წამოწყებას.

აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე  რუსული არმია ქალაქ სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობს. ხარკივთან არსებული ფრონტის გასწვრივ რუსი ჯარისკაცები თავდაცვითი ბრძოლისთვის ემზადებიან.

სახელმწიფოს აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მიმდინარე ომის ფონზე, კიევში განადგურებული რუსული სამხედრო შეიარაღების გამოფენა გაიმართა.

”საჭიროა, მოსახლეობამ ჩვენი შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების და ეროვნული გვარდიის მიერ განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა თავად იხილოს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მტერს ვანადგურებთ და ჩვენი სამშობლოდან განვდევნით”, – ამბობს უკრაინელი სამხედრო სერჰეი პოლიშჩუკი.

უკრაინაში რუსული ინტერვენცია უკვე 89 – ე დღეა მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend