მთავარისპორტისაქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრების დებიუტი აბუ-დაბიში შედგა

საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრების დებიუტი აბუ-დაბიში შედგა

საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრების დებიუტი აბუ-დაბიში შედგა. ნიკა ასათაშვილისა და ლადო ონიანის წყვილმა კიბერფეხბურთის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ დღეს ოთხი შეხვედრა ჩაატარა.

საქართველოს ნაკრებს ბაჰრეინის წინააღმდეგ ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა, ყატარის, ყაზახეთის, მაროკოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებების წინააღმდეგ ქართველი კიბერ ფეხბურთელები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ, მეორე სათამაშო დღე ხვალ, 21 მაისს შედგება, საქართველოს ნაკრები გამარჯვების მოპოვებას იგივე გუნდების წინააღმდეგ შეეცდება.

„რთული სათამაშო დღე გამოდგა. სამწუხაროდ, ოთხივე მატჩში დავმარცხდით. პირველ ორ თამაშში კონკრეტულმა ეპიზოდემა გუნდში არასტაბილურობა გამოიწვია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა გაგვიჭირდა, რამაც ეს შედეგი განაპირობა. წინ კიდევ ოთხი მატჩია, მაქსიმალურად ვეცდებით გამოვასწოროთ მდგომარეობა და გავიდეთ ჯგუფიდან“, – განაცხადა საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრების წევრმა, ნიკა ასათაშვილმა.

საქართველოს ნაკრების სახელით საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის კიბერ გუნდის წევრები ასპარეზობენ, რომლებმაც საქართველოში გამართულ საკვალიფიკაციო  ეტაპზე მოიპოვეს გამარჯვება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend