მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიჰიბრიდული ომი - ჰიბრიდული ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი

ჰიბრიდული ომი – ჰიბრიდული ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, რომელიც ბოლო დროს გაუჩინარებულია, ჯერ კიდევ 2013 წელს რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის კრებაზე საუბრობდა, რომ 21-ე საუკუნეში არის ტენდენცია, როცა მკვეთრი საზღვარი არ არის ომსა და მშვიდობას შორის.

ის ამბობდა, რომ არასამხედრო მეთოდები ხშირად უფრო ძლიერი იარაღია. ის საუბრობდა ე.წ. ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც 4 კომპონენტი აქვს: ბრძოლა ხმელეთზე, ჰაერში, ზღვასა და საინფორმაციო ველზე.

ასე წერია რუსეთის სამხედრო დოქტრინაშიც, რომელსაც ბევრი “გერასიმოვის დოქტრინას” უწოდებს და ასე წერია სხვა ქვეყნებისა და ალიანსების მსგავს დოკუკენტებშიც.

ჰიბრიდული ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი საუბრობს ჰიბრიდულ ომზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს და იმაზეც, თუ როგორ მივიდა კაცობრიობა ომის ამ მოდელამდე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend