მთავარიევროპაბელგიაბელგიაში გვალვა წლევანდელ მოსავალს საფრთხეს უქმნის

ბელგიაში გვალვა წლევანდელ მოსავალს საფრთხეს უქმნის

ბელგიელი ფერმერები და მესაქონლეები გვალვის შედეგად შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი უკვე საუბრობენ დამატებით ხარჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად. ფერმერები აცხადებენ, რომ უკვე დაიწყეს ზამთრის მარაგების გამოყენება.

წლევანდელი გაზაფხული მცირე ნალექიანი აღმოჩნდა. ჟან-ლუკ დევეზი ქალაქ ნამურთან ახლოს 66 ჰექტარზე გაშენებულ ფერმას ფლობს. მას მარცვლეული და შაქრის ჭარხალი მოჰყავს. არასაკმარისი ნალექის გამო ნიადაგი მშრალია, ხოლო ბოლო კვირების განმავლობაში გამუდმებით უბერავს ჩრდილო- აღმოსავლეთის ქარი. ჟან-ლუკი ახლა გვალვის შედეგად გამოწვეულ დამატებით ხარჯებს ითვლის.

მესაქონლე და ფერმერი, ჟან-ლუკ დევეზი ამბობს, რომ თუკი ივნისის დასაწყისამდე არ იწვიმებს, მოსავალსა და წარმოებას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას.

“მშრალ ნიადაგში სასუქი სათანადო სიღრმემდე ვერ აღწევს. ხოლო სასუქისა და წყლის გარეშე მოსავლის რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება”, –  ამბობს ერთ-ერთი ფერმერი. გვალვა მისთვის ორმაგი პრობლემაა, რადგან საქონლის საკვების წარმოების გარეშე მას ძალიან გაუჭირდება 250 ძროხისა და 600 თხის შენახვა.

მესაქონლისა და ფერმერის ლორან გომანის თქმით, წელს ძალიან ცოტა ბალახია, რაც დათესეს, იმაზე 2-ჯერ ნაკლები მოვიდა და შედეგად უკვე დაიწყეს მარაგების გამოყენება. რაც ნიშნავს, რომ  ზამთარში ცხოველების გამოსაკვებად ბალახი შეიძლება აღარ ეყოთ. მისი თქმით, მას მოუწევს ნედლი მასალის შეძენა, რაც ბევრად უფრო ძვირია. ლორანი აღნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფერი რასაც ყიდულობს, გაძვირებულია.

ფერმერთა საზოგადოებაში აცხადებენ, რომ ჯერ ნაადრევია კატასტროფაზე საუბარი. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა სექტორს დამატებითი ხარჯები გაუჩინა.

ბელგია არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც გვალვის შედეგად დაზარალდა. მაგალითად, საფრანგეთში ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი მაისია, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ზაფხულში შესაძლოა ძლიერი გვალვა იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend