დასავლეთის ქვეყნების საპასუხოდ, რუსეთიც ქვეყნიდან დასავლელ დიპლომატებს მასიურად გააძევებს.
2 კვირის განმავლობაში 24 ფრანგ დიპლომატს ქვეყნის დატოვება უბრძანეს. საფრანგეთმა ცოტახნის წინ რუსეთის დიპლომატიური მისიის 41 წარმომადგენელი “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ტვიტერზე” გავრცელებულ განცხადებაში მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, ფრანგი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების გაძევების შესახებ.
დიპლომატების გაძევებით ესპანეთის საელჩოც დაზარალდა. 27-მა ოფიციალურმა პირმა და დიპლომატმა ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს. ეს არის საპასუხო ქმედება, რომელიც ესპანეთის მთავრობამ აპრილში მიიღო.
რუსეთი უნდა დატოვოს იტალიის საელჩოს 18-მა თანამშრომელმაც. კრემლმა პირობა დადო, რომ ომის დაწყების შედეგად, მათი დიპლომატების გაძევებას აუცილებლად უპასუხებდა.