მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირი უკრაინის აღდგენისათვის 9 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინის აღდგენისათვის 9 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინას დახმარება აღუთქვა და მას შემდეგ პირობის შესრულებას განაგრძობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დახმარება სხვა ფინანსურ პრობლემებთან ერთად, ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის საჭირო საერთაშორისო პლატფორმის შექმნას მოხმარდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას მიმდინარე გამოწვევებთან გასამკლავებლად 2022 წელს ახალი მაკროფინანსური დახმარების სახით 9 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის აღდგენასთან ერთად, უკრაინის მომავალზეც უნდა იფიქრონ.

ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ სწორედ ევროკავშირის პასუხისმგებლობაა, სათავეში ჩაუდგეს ამ პროცესებს, თუმცა დასძენს რომ უკრაინის აღდგენის პროცესში მხოლოდ ევროკავშირი არ უნდა იყოს ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend