მთავარისაქართველოEU4Culture რეგიონული ქალაქების ქსელის განსავითარებლად კონფერენციას მართავს

EU4Culture რეგიონული ქალაქების ქსელის განსავითარებლად კონფერენციას მართავს

ქართული, უკრაინული, სომხური, აზერბაიჯანული და მოლდოვური 14 ქალაქის წარმომადგენლებმა ერთმანეთი თბილისში მიმდინარე რეგიონული ქსელის კონფერენციაზე გაიცნეს. ისინი ევროკავშირის პროექტის EU4Culture-ის ანუ ევროპა კულტურისთვის მონაწილეები არიან.

პროექტის EU4Culture გუნდის ხელმძღვანელი ანატოლი ბაიფერტი მიიჩნევს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია კულტურისა და განვითარების სტრატეგიების შექმნა. იდეის განსახორციელებლად ხუთი ქვეყნის წამომადგენლების თბილისში გამოცდილების, იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად ჩამოვიდნენ.

EU4Culture ევროკავშირის პროექტია, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა მონაწილეობს. მისი მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის გაზრდა. პროექტის ფარგლებში რეგიონიდან შეირჩა 14 ქალაქი, რომლებსაც გრანტი გადაეცათ. მათ კულტურის განვითარების სტრატეგიები უნდა შეიმუშაონ.

პროექტის EU4Culture კომუნიკაციის მენეჯერი მარიამ ლეჟავა იმედოვნებს, რომ ქალაქების ქსელის შექმნა ხელს შეუწყობს საერთო პროექტების განვითარებას.

„საქართველოდან გრანტი მიიღეს ქუთაისმა, ზუგდიდმა და ფოთმა. დღეს კონფერენციაზე მიზანი არის, რომ დავაფუძნოთ ამ ქალაქების ქსელი, რომლის მეშვეობითაც ქალაქები დაიწყებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ მათ განავითარონ საერთო პროექტები, ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ და მომავალში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ. ეს ჩვენი ქალაქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ საშუალება ექნებათ ბევრ საერთაშორისო პროექტში მიიღონ მონაწილეობა, დაგეგმონ ერთობლივი ფესტივალები და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება”, –  ამბობს პროექტის EU4Culture კომუნიკაციის მენეჯერი მარიამ ლეჟავა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ, რამაც შემოქმედებითი ინდუსტრია უნდა გააძლიეროს.

„ქუთაისი უნიკალური მემკვიდრეობის მატარებელი ქალაქია. თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EU4Culture-ის პროექტის ფარგლებში ახალი მიდგომებით, ახალი სტრატეგიებით, ჩვენი ეს კულტურული მემკვიდრეობა კონკრეტულ პროექტებად და პროდუქტებად ვაქციოთ და ეს ჩვენი უნიკალური შესაძლებლობები შევთავაზოთ როგორც ჩვენს ქვეყანას ისე ევროპას. რომ ერთად განვავითაროთ კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფერო“, – განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ.

ერთობლივი კულტურული პროექტების ჩატარებასთან ერთად, ქალაქების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, პარტნიორებს განვითარების საუკეთესო მაგალითები წარუდგინონ. პროექტის ადგილობრივი ექსპერტი მოლდოვიდან, მიიჩნევს, რომ მათთვის საქართველოს გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანია.

„კონფერენცია პროექტში მონაწილე ქალაქებისთვის კარგი შესაძლებლობაა თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გააზიარონ. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთო ფასეულობები, რაც ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობის გამყარებაში გვეხმარება. ვფიქრობ, რომ მოლდოვასთვის მნიშვნელოვანია უკეთ გავიგოთ ჩვენი პოტენციალი კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიების სექტორში. შეიძლება ვისწავლოთ სხვებისგან, კულტურული მემკვიდრეობის კუთხით. როგორ შევქმნათ უკეთესი პირობები მისი განვითარებისთვის. ასე რომ, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება დაგვეხმარება ვიყოთ უფრო წარმატებულები”, – ამბობს პროექტის EU4CULTURE ადგილობრივი ექსპერტი ლილიან დანილოვი.

პროექტის პარტნიორები გოეთეს ინსტიტუტი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი არიან. კონფერენციის ფარგლებში, ქალაქების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება, იმისთვის რომ პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend